Belive

სერიოზული უხეშობა და წითელი ბარათი რასინგის მატჩში

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში, რასინგმა ალავესს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებული გიორგი გულიაშვილი ჯერ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ამ მატჩშიც მოედანზე 75-ე წუთზე შემოვიდა. ამ დროს ანგარიში უკვე 2:1 იყო.

შეხვედრის 89-ე წუთზე, მასპინძელთა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, ანდრე ალმეიდამ ძალიან უხეშად ითამაშა და მინდვრიდან პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს.

ამ მომენტმა, გულიაშვილზეც იქონია გავლენა, რადგან რასინგს ანგარიში შესანარჩუნებელი ჰქონდა და თან მოედანზე 10 კაცით იმყოფებოდა, მწვრთნელმა ხოსე ლოპესმა, მოედანზე 13 წუთის წინ შესული ქართველი ისევ უკან გაიყვანა და მის ნაცვლად მცველი, პედრო ფელიპე დაამატა.

სხვა სტატიები