Belive

ბაიერნი VS ბარსელონა | გუნდებმა ძირითადი შემადგენლობები დაასახელეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საინტერესო შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ბაიერნი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

რამდენიმე წუთის წინ გუნდებმა ის ფეხბურთელები დაასახელეს, რომლებიც ამ შეხვედრას ძირითადიდან დაიწყებენ.

აღნიშნული მატჩი მიუნხენში "ალიანს არენაზე" გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი", ევროტურნირებზე "ბარსელონას" სახლში, არასდროს დაუმარცხებია. ექვსი შეხვედრიდან ბავარიელებმა ოთხი მოიგეს და ორიც ფრედ დაასრულდა.

სხვა სტატიები