Belive

კვარადონა - ეს მისი სამყაროა და ჩვენ მასში ვცხოვრობთ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

პრაქტიკულად ყველა სპორტული მედია საშუალება "კვარადონას" შესახებ საუბრობს. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ნაკლებად რეიტინგული გამოცემა, თუ მსოფლიოს სპორტული მედიის ფლაგმანი. კიდევ უფრო სასიხარულოა ის გარემოება, რომ ბრწყინვალე პერფორმანსის შედეგად, კვარაცხელია მედია საშუალებებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

Football Talent Scout-ი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელიც კვარას ფანტასტიკური სათამაშო ფორმის შესახებ წერს და უკანასკნელ 6 ტურში მის მიერ დაფიქსირებულ გასაოცარ სტატისტიკას შემდეგი სახელწოდებით ეხმაურება: "კვარადონა - ეს მისი სამყაროა და ჩვენ მასში ვცხოვრობთ".

სხვა სტატიები