ჰოლანდი, ოდეგორი და სხვები - ნორვეგია საქართველოში ძლიერი გუნდით ჩამოვა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა ახლოვდება. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში ნორვეგიას ბათუმში დაუპირისპირდება. მატჩი 28 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - სტალე სოლბაკენმა, მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
Her er Norges tropp til de to første EM-kvalifiseringskampene mot Spania og Georgia i mars🇳🇴🙏#sterkeresammen pic.twitter.com/wn4YT8ER5E
— Fotballandslaget (@nff_landslag) March 14, 2023
ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში ისეთ ცნობილ და გამოცდილ ფეხბურთელებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: ერლინგ ჰოლანდი, მარტინ ოდეგორი, ალექსანდრ სორლოტი და სხვა.