Belive

პედრი: "პსჟ-ზე შურისძიება გვსურს"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეორე ტურში, მოქმედ ჩემპიონ პსჟ-სთან მატჩის წინ, ბარსელონას ნახევარმცველი, პედრი მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ შარშანწინანდელ სეზონში წაგების გამო შურისძიება სურს.

"ეს შესაძლებელია ფეხბურთში საუკეთესო მატჩია, ან ერთ-ერთი საუკეთესო. პსჟ-მ აჩვენა, თუ რისი გაკეთება შეუძლია. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთესები ვართ. ასე რომ, მოედანზე გავალთ და დავტკბებით, ეს სანახაობრივი დუელი იქნება.

შარშანწინ პსჟ-სთან მეოთხედფინალში წავაგეთ და მაშინ ყველა ჩვენგანმა ვიგრძენით, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. ეს რთული მატჩი გამოდგა და შურისძიება გვსურს", - ამბობს პედრი.

"ბარსა" პსჟ-ს 1 ოქტომბერს უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები