Belive

"ჩვენ ის ნებისმიერ ფასად გვჭირდება" | პსჟ-ს მფლობელებს იამალის ტრანსფერი სურთ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი - რომაინ მოლინა, რომელიც სპორტულ მოვლენებზე CNN-ზე, BBC-ზე, The New York Times-ზე და The Guardian-ზე წერს, ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დოჰაში, პსჟ-ს მფლობელების შტაბბინაა, გამოვიდა ინფორმაცია, რომ ისინი მზად არიან, ლამინე იამალის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყონ და მასში ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, რაც საჭირო იქნება იმისათვის, რომ 18 წლის სუპერვარსკვლავმა პარიზულ გრანდში ითამაშოს.

„ჩვენ ის გვინდა ნებისმიერ ფასად. ჩვენ ის გვინდა ნებისმიერ ფასად. ის აუცილებლად დაგვჭირდება“. - ეს იმ სიტყვების ამონარიდია, რომელსაც მოლინა პსჟ-ს მესვეურების შტაბბინიდან ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი სატრანსფერო ღირებულებით, ლამინე იამალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია - იგი 200 მილიონად არის შეფასებული.

შეგახსენებთ, რომ იამალი საფეხბურთო სამყაროში 2022/2023 წლების სეზონში გამოჩნდა, რის შემდეგაც მან ბარსელონას მაისურით 111 მატჩი ჩაატარა, სადაც 27 გოლის გატანა და 38 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები