ბადრი კვარაცხელია: "არსენალის ინტერესის მიუხედავად, ხვიჩა პარიზში დარჩება"
ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას თქმით, ხვიჩა ამ ზაფხულს პარი სენ-ჟერმენის დატოვებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ არსენალი მუდმივად ინტერესდება, 25 წლის ვინგერი სრულად ერთგულია პსჟ-ს პროექტის.
არსენალი კვარაცხელიას მიმართ დიდ ინტერესს იჩენს, მიკელ არტეტა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეტევის გაძლიერებას ეცდება. Sky Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეთოფეები 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს განიხილავენ, რადგან ხვიჩამ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვინგერის სტატუსი გაიმყარა.
პსჟ საქართველოს ნაკრების კაპიტანს ხელშეუხებლად მიიჩნევს - საფრანგეთის დედაქალაქში თვრამეტი თვის განმავლობაში უწყვეტი ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, პარიზელებს ხვიჩას დაკარგვა არ უნდათ.
ხვიჩა პსჟ-დან მიდის? ის ამაზე არ ფიქრობს. ის ბედნიერია პარიზში, სადაც კლუბი მას ძალიან აფასებს და პატივს სცემს. რატომ უნდა იფიქროს სხვაგან გადასვლაზე, როდესაც გუნდთან ერთად ტიტულებს იგებს და პსჟ-ს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა? თუ პსჟ-ს თანამშრომლობის გაგრძელება აღარ მოუნდება, ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ
პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ბაიერნ მიუნხენთან მატჩისთვის ემზადება. კლუბთან ერთად ევროპული წარმატების გასინჯვის შემდეგ, კვარაცხელიას უფრო მეტი ტიტულის დამატების პერსპექტივა ამოძრავებს, ვიდრე ინგლისში ახალი გამოწვევის ძიება.