Belive

ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაზე, პსჟ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბონუსს გასცემს

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენი უზარმაზარ ფინანსურ ჯილდოს მიიღებს, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაამარცხებენ. საფრანგეთში გამოქვეყნებული რეპორტაჟის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ შეთანხმებული 'კოლექტიური ბონუსის' ფარგლებში, პირველი გუნდის ყველა მოთამაშე, დაახლოებით, 1 მილიონ ევროს მიიღებს.

L'Equipe-ის ცნობით, ბონუს სტრუქტურაზე კლუბის ოთხკაციანი ლიდერების ჯგუფმა იმუშავა - მარკინიოსმა, აშრაფ ჰაკიმიმ, უსმან დემბელემ და ვიტინიამ ხელმძღვანელობისგან წამოსული პირობები მიიღეს. შეთანხმება ასახავს პსჟ-ს მიდგომას, სადაც კლუბი ინდივიდუალურ შესრულებაზე დაფუძნებულ სტიმულებზე წინ კოლექტიურ ჯილდოებს ანიჭებს უპირატესობას. ცვლილების ინიციატორი სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსია.

საფრანგეთის ჩემპიონები ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას ცდილობენ, გასული სეზონის ფინალში ინტერთან დამაჯერებელი (5:0) გამარჯვების შემდეგ. არსენალთან მოგება, კლუბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდურ ბონუს გადახდას გამოიწვევს.

სხვა სტატიები