2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა - მესიმ მორიგი დიდებული შეხვედრა ჩაატარა
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამიმ საკუთარ კედლებში კოლუმბუს ქრიუ მიიღო და 5:1 გაანადგურა. საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლეო მესიმ - არგენტინელმა დუბლი შეასრულა და 2-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.
მესიმ მე-15 და 24-ე წუთებზე შეაგდო გოლები, ალიენდესა და პიკოს კი შესაბამისად, მე-13 და 89-ე წუთებზე გაუკეთა საგოლე გადაცემები. 64-ე წუთზე თავისი გოლი გაიტანა ლუის სუარესმაც.
16 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ინტერ მაიამის 29 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა.