DSports: "4 სექტემბერს მესი ბუენოს აირესში ბოლო მატჩს ჩაატარებს"
არგენტინულ პრესაში უკვე მეორე დღეა აქტიურად იწერება, რომ 4 სექტემბერს, ლეო მესი არგენტინის ნაკრების ფორმით ბოლო მატჩს ჩაატარებს ბუენოს აირესში.
ადგილობრივი გამოცემა DSports პროგნოზირებს, რომ 4 სექტემბერს ვენესუელასთან საშინაო მატჩი, რომელსაც არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში გამართავს, ლეო მესისთვის ბოლო საშინაო მატჩი იქნება ეროვნულ ნაკრებში, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით, აპირებს თუ არა ლეო მესი, მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს.
🚨| BIG BREAKING: Lionel Messi will play his last Official Match at Buenos Aires, Argentina on September 4th.🇦🇷💔 pic.twitter.com/zrRQjOPC9o
— Barça Worldwide (@BarcaWorldwide) August 18, 2025
ახლა, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ბოლო ორი მატჩია დარჩენილი, შემდეგ კი ლეო და მისი კომპანია ამხანაგური მატჩებით მოემზადებიან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
აქვე შეგახსენებთ, რომ არგენტინამ, ეკვადორმა და ბრაზილიამ უკვე გაინაღდეს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები, ხოლო ურუგვაი და პარაგვაი 24-24 ქულით იბრძვიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად.
ლიონელ მესის დებიუტი არგენტინის ნაკრებში 2005 წელს შედგა, რის შემდეგაც 193 მატჩი ჩაატარა. მან აქამდე 112 გოლი გაიტანა და 61 საგოლე გადაცემა გააკეთა, 2022 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.