ზედიზედ მეორედ - ლეო მესი MLS-ის MVP გახდა
არგენტინელი სუპერვარსკვლავი განაგრძობს მტკიცებას, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია. 38 წლის მესიმ მორიგი ისტორია დაწერა და MLS-ის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ ორჯერ მოიგო.
ლეო მესი MLS-ის MVP გახდა და ამ ყველაფერზე გავლენა ბუნებრივია იმ ფენომენალურმა სეზონმა იმოქმედა, რომელშიც არგენტინელმა ინტერ მაიამის გაჩემპიონებაში ლომის წილი დაიდო.
MLS-ის წლევანდელი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მესიმ 48 საგოლე კონტრიბუციაში მიიღო მონაწილეობა (29 გოლი, 19 ასისტი) და კარლოს ველას მიერ 2017 წელს დამყარებული რეკორდის გამეორებამდე 1 გოლი ან შედეგიანი გადაცემა დააკლდა. ლეო მესის სტატისტიკა პლეი-ოფებში ასევე შთამბეჭდავი იყო (6 გოლი, 9 ასისტი).
Back to back. 🥇🥇
— Major League Soccer (@MLS) December 9, 2025
Lionel Messi is the 2025 MLS MVP. The first to ever do it. pic.twitter.com/ETLFc0hNyh
ლეო მესი ინტერ მაიამიში მესამე სეზონს ატარებს და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 62 მატჩში, 57 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.