მანჩინიმ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები 23 მარტს ინგლისს შეხვდებიან, 26-ში კი – მალტას. გუნდში სამი დებიუტანტია გამოძახებული, მათ შორის არგენტინული ,,ტიგრეს” თავდამსხმელი, მატეო რეტეგი, ,,ლეჩეს” მეკარე – ვლადიმირო ფალკონე და ,,ტორინოს” მცველი, ალესანდრო ბონჯორნო არიან. იტალიის ნაკრების სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები […]
მანჩინი: ,,იტალიის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მიზნად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა დავისახე”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება გაიხსენა: ,,სასწაული გავაკეთეთ, მაგრამ საქმე მხოლოდ ევროპის ჩემპიონობას არ ეხება, ჩვენ სამწელიწადნახევარი შესანიშნავად ვთამაშობდით. ხდება, რომ ჩემპიონი ხდები, რადგან ერთ თვეში ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. გრძელი გზა გავიარეთ, ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარეთ და არამხოლოდ ის შვიდი. მთავარი მწვრთნელის პოსტზე […]
მანჩინი: ,,გერმანია და ინგლისი ევროპის უძლიერესი ნაკრებებია”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, გერმანიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,ამ მომენტისთვის გერმანია და ინგლისი ევროპის ორი უძლიერესი ნაკრებია. მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენი შემადგენლობა ძალიან შეიცვალა, ამიტომ ბევრს ვრისკავთ. ჩემი აზრით, გერმანია, ბრაზილიასთან, საფრანგეთთან და არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია. მათ აქვთ ტექნიკა, სწრაფი კონტრშეტევები და მაღალი პრესინგი. ეს ნაკრები 100%-ით მომწიფებულია,” […]
მანჩინი არგენტინასთან მატჩზე: ,,იტალიას შოუს მოწყობა შეუძლია”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა: ,,უემბლი შთამბეჭდავი სტადიონია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლის წინ აქ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება ვიზეიმეთ. შეუძლია თუ არა ამ მატჩს შეალამაზოს იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე არყოფნა? არა, მაგრამ შეხვედრით ვისიამოვნებთ. იტალია-არგენტინა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. შესანიშნავი თამაში გველის. იტალიას შოუს მოწყობა შეუძლია,” – […]
ბალოტელის გიჟური ცხოვრება მანჩესტერში: ჯარიმები, რომელიც იტალიელს ინგლისში დააკისრეს
მარიო ბალოტელი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა, რომლის კარიერის საწყისი წლებიც განსაკუთრებით აღსავსე იყო ხმაურიანი წვეულებებით, ალკოჰოლით, სამართალდამცავებთან ხშირი კომუნიკაციით და გართობის სხვადასხვა საშუალებებით. ეს ყველაფერი მისი ინგლისში ცხოვრებისა და “მანჩესტერ სიტიში” თამაშის პერიოდს გამორჩეულად ახასიათებს. ამ თემაზე გასახსენებელი ნამდვილად ბევრია, იქნებოდა ეს გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელ, რობერტო მანჩინისთან კონფლიქტი თუ სააბაზანოებში ფეიერვერკის გაშვება […]
The Best FIFA: როგორ გადანაწილდა საქართველოს ხმები?
17 იანვარს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის საუკეთესოები დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ხმა ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მთავარმა მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მისცეს. საინტერესოა, ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა, მათი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა: ლიონელ მესი, ნგოლო კანტე, ჟორჟინიო ვილი სანიოლი: ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე ზურაბ ფოცხვერია: რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ […]
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი | რა სისტემით გაიმართება და ვინ იქნება იტალიის შესაძლო მეტოქე
მსოფლიო ჩემპიონატის ესაკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონის მატჩები პრაქტიკულად დასასრულს მიუახლოვდა. ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის 12 ევროპული ნაკრები იბრძოლებს, თუმცა მხოლოდ 3 მათგანი შეძლებს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლების მოპოვებას. ჩრდილოეთ ირლანდია იტალიას დაუზავდა, შვეიცარიამ კი ბულგარეთი დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტო მანჩინის გაწვრთნილი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში იასპარეზებს. რა პრინციპით გაიმართება პლეი-ოფის მატჩები? […]
მანჩინი: ,,იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბულგარეთს შვეიცარიასთან შესანიშნავი მატჩი ექნება”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, შვეიცარიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა: ,,რთულია, მაგრამ შვეიცარიასთან 2-ბურთიანი უპირატესობა გვაქვს. ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსაგებად უნდა ჩავიდეთ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბულგარეთს შვეიცარიასთან შესანიშნავი მატჩი ექნება. ახლა ძალების აღდგენის დროა. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არ მიდის. გუნდი ყოველთვის მაქსიმუმს ცდილობს, სეზონის გარკვეულ მომენტში ფეხბურთელები ბოლომდე იბრძვიან, […]
მანჩინი: ,,უცნაური იქნება თუ ჟორჟინიო ოქროს ბურთს ვერ მოიგებს”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ ,,ოქროს ბურთის” მფლობელი ,,სკუადრა აძურასა” და ლონდონის ,,ჩელსის” ნახევარმცველი, ჟორჟინიო უნდა გახდეს: ,,ჩემი ფეხბურთელები ,,ოქროს ბურთის” ნომინანტთა სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ კარგები არიან და არა – ჩემ გამო… ჩემი აზრით, ჯილდო ჟორჟინიომ უნდა მიიღოს. მან ყველაფერი მოიგო და ეს დაიმსახურა. უცნაური იქნება თუ ,,ოქროს ბურთი” მას […]
რობერტო მანჩინი: “ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო”
იტალიის ნაკრების მიერ ევრო 2020-ის მოგების ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, რობერტო მანჩინიმ პენალტების სერიაში, ინგლისის ნაკრების დამარცხების და ტიტულის მოგების შემდეგ, პირველი ემოციები გამოხატა. “ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ ბიჭები არაჩვეულებრივი იყვნენ. მათ შესახებ სასაუბროდ სიტყვებს ვერ ვპოულობ, ეს შესანიშნავი გუნდია. ინგლისთან მარტივი თამაში არ გვქონდა და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამოცანის შესრულება კიდევ უფრო […]
მანჩინი: ,,ბელგიის დონის ნაკრების დასამარცხებლად უნაკლოდ თამაშია საჭირო”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ბელგიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,არ ვფიქრობ, რომ რომელიმე სათამაშო ასპექტში გაგვიჭირდა. ბელგიის დონის გუნდის დასამარცხებლად უნაკლოდ თამაშია საჭირო, დღეს სწორედ ეს მოხდა. ჩვენ ორი გოლი გავიტანეთ და მეტიც შეგვეძლო. მიმაჩნია, რომ მოგება აბსოლუტურად დამსახურებულია. შემდეგი მეტოქე ესპანეთის ნაკრებია, თუმცა რაც უფრო შორს მივდივართ, მით უფრო რთული ხდება. ახლა […]
მანჩინი: ,,ვიცოდი, რომ რთული შეხვედრა იქნებოდა, შესაძლოა, უფრო რთულიც, ვიდრე მეოთხედფინალი იქნება”
იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ავსტრიასთან მოგებული მატჩი შეაფასა: ,,მიუხედავად იმისა, რომ კუთხურიდან გავუშვით, საქმე გამარჯვებამდე მაინც მივიყვანეთ, რადგან ეს დავიმსახურეთ. ადრე თუ გვიან, უნდა გაგვეტანა. სიმართლე გითხრათ, გოლის გატანა გაცილებით ადრე შეგვეძლო, მაგრამ მაინც დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ფეხბურთელებმა, რომლებიც მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდნენ, ხასიათი გამოავლინეს და მატჩში ცვლილების შეტანა მაშინვე დაიწყეს. ვიცოდი, რომ […]