Belive

ოფიციალურად: რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, რობერტო მანჩინიმ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია დატოვა.

"ასე მთავრდება მნიშვნელოვანი გვერდი "აძურის" ისტორიაში, რომელიც დაიწყო 2018 წლის მაისში და დასრულდა 2023 წლის ერთა ლიგის ფინალური ეტაპით; მათ შორის, იყო გამარჯვება ევრო 2020-ზე, ტრიუმფი, რომელიც იმ ჯგუფმა მოგვიპოვა, რომელშიც ყველა ადამიანმა იცოდა, როგორ უნდა გამხდარიყვნენ გუნდი.

უეფას ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის მნიშვნელოვანი და მჭიდრო ვალდებულებების გათვალისწინებით, 10 და 12 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან ჩასატარებელი მატჩებისთვის იტალიის ფეხბურთის ფედერაცია გამოაცხადებს ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს", - წერს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

რობერტო მანჩინი "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე 2018 წლის მაისში დაინიშნა და იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები