Belive

იტალიის ეროვნულ ნაკრებს რობერტო მანჩინი ჩაიბარებს, ტექნიკური დირექტორი კი რანიერი იქნება

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნულ ნაკრებში სიტუაცია როგორც ჩანს სტაბილურდება და ნორმალურ რიტმს უბრუნდება, იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით მთავარ მწვრთნელად რობერტო მანჩინი ინიშნება, ხოლო ტექნიკურ დირექტორად კლაუდიო რანიერი.

წყაროს ცნობით, როგორც ჩანს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯოვანი მალაგოს აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პაოლო მალდინიმ იტალიის ეროვნული ნაკრების ტექნიკური დირექტორის თანამდებობა დატოვა, მასთან ერთად ნაკრებს ჩამოშორდა ლეონარდო, რადგან ნაკრების მწვრთნელად მათი ფავორიტი კანდიდატი, ანდრეა პირლო დაიბლოკა. ისინი აღნიშნულ პოზიციაზე სულ რაღაც 2 კვირის წინ დაინიშნენ. ასევე ტექნიკურ დირექტორად დანიშვნაზე უარი თქვა ჯორჯო კიელინიმ.

სხვა სტატიები