Belive

რობერტო მანჩინი: "საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატს ფანტასტიკურად უმასპინძლებს"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში მუნდიალის მასპინძლობისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

"ეს იქნება დიდი შესაძლებლობა ყველასთვის. ჩვენ ფეხბურთის სამყაროში ისტორიულ და თითქმის დაუჯერებელ მოვლენაზე ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, ამ ათი წლის განმავლობაში, საუდის არაბეთი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ყველაფერს ფანტასტიკურად მოამზადებს. ამ ქვეყანას შესაბამისი რესურსი აქვს" - თქვა მანჩინიმ, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ზაფხულში კი "სკუადრა აძურადან" გაათავისუფლეს.

საუდის არაბეთის ნაკრებში რობერტო მანჩინი აგვისტოში დანიშნეს და გუნდს უკვე ოთხ მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც გუნდმა 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

სხვა სტატიები