Belive

ტურე მანჩინის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იაია ტურემ "სტანდარტი" ორმხრივი შეთანხმების შედეგად დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრა, სადაც რობერტო მანჩინის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ტურემ კონტრაქტის პირობებს უკვე მოაწერა ხელი და საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობას, დაუყოვნებლივ შეუდგება.

შეგახსენებთ, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იაია ტურემ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2021 წელს, ტურე დონეცკის "ოლიმპიკის", შემდეგ კი გროზნოს "ახმატის" ასისტენტი მწვრთნელი იყო. 2022-23 წლებში "ტოტენჰემის" აკადემიის მწვრთნელად მუშაობდა. 2023 წელს კი "სტანდარტის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

სხვა სტატიები