29 ნოემბერს ლოს-ანჯელესში ერთმანეთს ყოფილი ჩემპიონები მაიკ ტაისონი და როი ჯონსი დაუპირისპირდნენ. ლეგენდარული მოკრივეების 8-რაუნდიანი ბრძოლა საბოლოოდ ფრედ დასრულდა.
ბრძოლის შემდეგ მოკრივეებმა კომენტარები გააკეთეს.
“საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ფრე კარგი შედეგია, ხალხი გაერთო, მე კი ეს მახარებს. ხანდახან 2 წუთი სამად მეჩვენებოდა, ვაპირებ გავაგრძელო და უფრო მეტი გავაკეთო”,- აცხადებს ტაისონი.
“ეს კიდევ უნდა გავიმეოროთ. ყველას უყვარს მაიკი და, მათ შორის, მეც.მაგრამ რთულია გაუძლო მაიკის დარტყმებს , მისი დარტყმები წელის არეში საშინელება იყო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბრძოლა განმეორდეს. ამის თაობაზე ჩემს ოჯახს უნდა დაველაპარაკო და გავიგო, რას ფიქრობენ”,- ამბობს როი ჯონსი.
#TysonJones is scored a draw! 👀
Mike Tyson agrees.
Roy Jones Jr not so much… 😂 pic.twitter.com/XgwOyyQx3W— Boxing on BT Sport 🥊 (@BTSportBoxing) November 29, 2020
მაიკ ტაისონმა პროფესიულ რინგზე 58 ორთაბრძოლა, გამართა საიდანაც 50 მოიგო (44 ნოკაუტით) და მხოლოდ 6-ჯერ დამარცხდა.
როი ჯონსის ანგარიშზე 66 გამარჯვებაა (47 ნოკაუტით) და მხოლოდ 9 მარცხი.
ასევე იხილეთ ბრძოლის ვიდეო :
