Belive

შონ ო'მალი რაიან გარსიას ნოკაუტის ტექნიკას ხსნის

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

გუშინ კრივში ძალიან სანახაობრივი ბრძოლა გაიმართა, სადაც ერთმანეთს რაიან გარსია და დევინ ჰეინი დაუპირისპირდნენ. ჩხუბი სუპერ მსუბუქი წონის ქამრისთვის იმართებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰეინი რინგზე დაუმარცხებლის სტატუსით ავიდა.

ჯერვონტასთან მარცხის შემდეგ, გარსიას გარშემო დიდი სკანდალი აგორდა. ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც რაიანი უცნაურ თემებზე საუბრობდა და შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ფსიქიკურად შერყეული იყო. თუმცა, რინგზე სრულიად საპირისპირო დაამტკიცა.

ამ ბრძოლას გამოეხმაურა UFC-ს ჩემპიონი შონ ო'მალი. "შუგამ" გარსიას ნოკაუტს ვიდეო მიუძღვნა და მის ნოკაუტის ტექნიკას დასცინა.

შონ ო'მალიმ ბოლო ბრძოლა მარლონ ვერას წინააღმდეგ გამართა. "შუგასთვის" ეს პირველი ქამრის დაცვა იყო და მისთვის წარმატებულიც აღმოჩნდა. ჩემპიონმა "ჩიტო" ფაქტობრივად 5 რაუნდის განმავლობაში სცემა. ო'მალის მომავალი ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან ელის, რომელიც დიდი ალბათობით Sphere-ში, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს შედგება.

სხვა სტატიები