Belive

ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მოკრივე ლაშა გურული პოლონეთში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში იბრძოლებს. ლაშა 63,5 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ამ მიღწევით გურულმა ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ ამასთან ერთად ქართველმა მოკრივემ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა.

ნახევარფინალში გურულის მეტოქე უნგრელი რიჩარდ კოვაჩი იქნება. მათი დაპირისპირება 30 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები