Belive

U20 | უმცროსი ბორჯღალოსნები საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებენ

15 საათის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.

უმცროსი ბორჯღალოსნები ტურნირზე, რომელიც 20-წლამდელღა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ითვლება, მასპინძელ სამხრეთ აფრიკას, ფიჯისა და ჩილეს დაუპირისპირდებიან. სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მატჩები კეიპთაუნში, სიტი პარკზე გაიმართება.

U20 ბორჯღალოსნების განრიგი

  • 21 მაისი | საქართველო Vs. ფიჯი

  • 26 მაისი | საქართველო Vs. ჩილე

  • 31 მაისი | საქართველო Vs. სამხრეთ აფრიკა

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი წელს საქართველოში გაიმართება. ტურნირი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება.