Belive

"საქართველოს გაუმარჯოს" - უმცროსი ბორჯღალოსნების ემოციები ფიჯისთან მოგების შემდეგ

1 საათის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ფიჯი დაძაბულ ბრძოლაში 29:23 დაამარცხეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვიტო კოლელიშვილმა მორაგბეებს მიმართა, რის შემდეგაც, ნაკრებმა გამარჯვება ემოციური შეძახილით აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპად ითვლება, უმცროსი ბორჯღალოსნები ჩილესა და სამხრეთ აფრიკასაც დაუპირისპირდებიან. მომდევნო მატჩები 26 და 31 მაისს გაიმართება.