Belive

ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

ფიჯის ეროვნული ნაკრებისა და "რასინგ 92"-ის ვარსკვლავს - ჯოშუა ტუისოვას 7 წლის შვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დაეღუპა.

მიუხედავად შვილის გარდაცვალებისა, ლეგენდარულმა ფიჯელმა მორაგბემ გადაწყვიტა, რომ იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს, რადგან ფიჯის ნაკრებს ისტორიული შანსი აქვს, რომ 1/4-ფინალში ითამაშოს, ამისათვის კი პორტუგალიის ნაკრებთან მინიმუმ 1 ქულის აღება სჭირდებათ, რაც ძალიან რეალურია. 

ჯოშუა ტუისოვას შვილი შაბათს დილის საათებში გარდაიცვალა, ეს ფაქტი კი თავად მორაგბემ დილითვე გაიგო, თუმცა საქართველოს ნაკრებთან მაინც სრულად 80 წუთი ითამაშა. 

ტუისოვა სამშაბათს თავისი შვილის დაკრძალვას არ დაესწრება, ეს ინფორმაცია თავად მორაგბემ დაადასტურა და განაცხადა, რომ იგი საკუთარი ქვეყნის ღირსებას ბოლომდე დაიცავს და ეცდება, რომ მსოფლიო თასი მოიგოს, რომელსაც შვილს მიუძღვნის.

კვირას, მფრინავი ფიჯიელები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მათ მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებათ მეოთხედფინალში მოსახვედრად. 

სხვა სტატიები