Belive

მორიგი მძიმე ტრავმები - ბორჯღალოსნები უელსთან 8 მორაგბის გარეშე ითამაშებენ

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

ფიჯისთან მატჩის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" ლაზარეთში რაოდენობა რვამდე გაიზარდა. 

კერძოდ კი ფიჯისთან დაპირისპირების დროს, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა - ლაშა ჯაიანმა კოჭი მოიტეხა, ასევე ტრავმირებულია მეორე მეორეხაზელი - ლადო ჩაჩანიძეც. ყვრიმალის ძვალი დაიზიანა - მირიან მოდებაძემ, თენგიზ ზამთარაძეს კი ხელის მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა. 

ფიჯისთან მატჩამდე კი ნაკრების კაპიტანი - მერაბ შარიქაძე დაზიანდა, ასევე უმძიმესი ტრავმა მიიღო ბექა გორგაძემ, რომელიც მსოფლიო თასზე ვეღარ იასპარეზებს. ის ოთია გიორგაძემ ჩაანაცვლა. 

ასევე ტრავმა აქვს ნაკრების კვაჭს - შალვა მამუკაშვილს, რომლის თამაშიც უელსის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ასე რომ დიდი შანსია იმისა, რომ ბრიტანელებს მხოლოდ 1 კვაჭით - ლუკა ნიორაძით ვეთამაშოთ. 

ასევე დაზიანება მიიღო ლუკა ჯაფარიძემ, რომელიც უელსამდე მატჩამდე მწყობრში ვერ ჩადგება, შესაბამისად მატჩის გამოტოვება მოუწევს. 

 

 

ტრავმების შესახებ კომენტარი გააკეთა, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა - ჯო უორსლიმ. 

"უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს კარგად ვიცნობ და ისინი ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან კარდიფში მარცხი მსოფლიო ჩემპიონატზე გამოასწრონ.

ტრავმების შესახებ არ ვიცი რა გითხრათ, ნაკრებში უმძიმესი მდგომარეობაა და იმედი მაქვს, რომ 15 კაცის შეკრებას შევძლებთ, რადგან უელსთან სათამაშოდ გავიდეთ...." - ჯო უორსლი

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას 7 ოქტომბერს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ დაასრულებენ. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 

სხვა სტატიები