Belive

მორიგი დაქვეითება რეიტინგში - ბორჯღალოსნებმა მე-14 ადგილზე გადაინაცვლეს

11 თვის წინ რაგბი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბმა საერთაშორისო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 

რეიტინგის სათავეში, უფრო კერძოდ კი პირველ შვიდეულში ცვლილებები არ არის.

პორტუგალიასთან დამარცხების შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილი დაკარგა ფიჯიმ და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. მე-8 ადგილს არგენტინის ნაკრები დაეუფლა, რომელთაც იაპონიის დამარცხებითა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში გასვლით 1.24 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს. 

მეცხრე ადგილზე კი ავსტრალიის ნაკრები აღზევდა. 

ფიჯის დამარცხებითა და მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული, პირველი გამარჯვებით, პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში 4 ქულა დაიწერა და ისტორიული მე-13 პოზიცია დაიკავეს. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პორტუგალიელებმა ისტორიაში პირველად გადაგვასწრეს მსოფლიო რეიტინგში. 

მე-14 ადგილზე კი ბორჯღალოსნები დაქვეითდნენ. 

მე-15 ადგილზე გადაინაცვლა სამოამ, მე-16 ადგილზე კი ტონგა დაქვეითდა. რუმინეთი კი მსოფლიოს მე-20 ნაკრები გახდა. 

მსოფლიოს განახლებური რეიტინგი

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი დასკვნით ფაზაში შევიდა და 1/4-ფინალური მატჩები 14 ოქტომბრიდან განახლდება, ბორჯღალოსნებმა კი რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობა დაასრულეს. 

სხვა სტატიები