ჩიტასთან ბორჯღალოსნების სათამაშო შემადგენლობა ცნობილია
11 ივლისს "ბორჯღალოსნები" ზაფხულის მეორე შეხვედრას გამართავენ და ბლუმფონტეინში „ტოიოტა სთედიუმზე“ სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზს, ‘ჩიტასს’ შეერკინებიან. თამაში ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სათამაშო რაზმი ასე გამოიყურება:
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).
აღსანიშნავია, რომ ‘ჩიტასთან’ ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს თედო აბჟანდაძე, რომელიც ნაკრების ისტორიაში 37-ე კაპიტანია.