Belive

თბილისში პრინციპულმა მეტოქემ მოგვიგო - ეს მსოფლიოზე საქმეს ართულებს

1 კვირის წინ რაგბი
2 წთ

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიას უმასპინძლა (შემოდგომის ტესტ-მატჩების ფარგლებში) და 23:25 დამარცხდა.

შეხვედრა ზედმეტად დრამატული გამოვიდა - მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისეც სძენდა, რომ შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზეც (2027 წლის) კი იმოქმედებდა.

იაპონიამ პირველი ტაიმი 6:16 მოიგო, საქართველოს ნაკრებს აბჟანდაძის მიერ გატანილი მხოლოდ 2 ჯარიმა ჰქონდა, სტუმრებმა კი ლელოს დადებაც მოახერხეს.

მატჩის 68-ე წუთზე ისევ 10 ქულით ვაგებდით, თუმცა თაფლაძის ლელოსა და გარდასახვის შემდეგ, რასაც იაპონელების ჯარიმა მოჰყვა, ანგარიშში სხვაობა 6 ქულა იყო. ახლა უკვე ერთი გარდასახული ლელო თამაშს იგებდა და თითქოს ეს გავაკეთეთ კიდეც - 78-ე წუთზე ლელო დავდეთ და აბჟანდაძემ გაიტანა, 23:22 ვიგებდით მაშინ, როცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი. სამწუხაროდ, იაპონიამ ბოლო წამებზე ჯარიმა გაიტანა და შეხვედრაც დასრულდა.

შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები, საერთო რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა. ახლა ჩვენს ადგილს იაპონია დაიკავებს და საქართველო პირველი 12-ეულიდანაც ამოვარდება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები კალათების მიხედვით გადანაწილდება, პირველ და მეორე კალათას TOP12 გუნდი შეავსებს, ასე რომ, საქართველო მესამე კალათაში იქნება, შესაბამისად დიდი შანსია, ჯგუფში 2 უძლიერეს ნაკრებთან ერთად მოხვდეს.

სხვა სტატიები