Belive

ბორჯღალოსნებმა Planet Rugby-სგან დაუფასებელი გუნდის ტიტული მიიღეს

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planet Rugby-მ წლის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. გამოვლინდა საუკეთესო ნაკრები, მოთამაშე, მწვრთენლი, მატჩი და ა.შ. საქართველომ ძალიან უცნაური, ყველაზე დაუფასებელი გუნდის ტიტული დაიმსახურა.

“2022 წელს საქართველოს კარგი ასპარეზობა თითქოს შეუმჩნეველი დარჩა. მათ წელს მხოლოდ ერთი მატჩი დათმეს საკმაოდ ძლიერ სამოასთან და იტალიის შემდეგ, უელსიც დაამარცხეს. გარდა ამისა, 3 გამარჯვებით და პორტუგალისთან ფერდ დასრულებული მატჩით, კიდევ ერთხელ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. "ბორჯღალოსნებმა" ნოემბერში ადვილად დაამარცხეს ურუგვაი, ბოლოს კი სტუმრად უელსს აჯობეს. საქართველოს ახალი სუპერვარსკვლავი დავით ნინიაშვილი ჰყავს. მის გარდა, გუნდში გელა აფრასიძე, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე ასპარეზობენ. ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, რომ საქართველოს ნაკრები უფრო მრავალფეროვანი გუნდი ხდება, რომელსაც ყველამ სერიოზულად უნდა შეხედოს."

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა 2022 წელს 10 მატჩი ჩაატარა და 7 მოიგო, საიდანაც ორი იტალიასთან და უელსთან გამარჯვება იყო.

სხვა სტატიები