Belive

Planet Rugby საქართველოს ნაკრების შერკინების ხაზზე: ,,ისინი დომინირებას იწყებენ''

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ცნობილმა ბრიტანულმა სარაგბო ვებგვერდმა, PlanetRugby-მ, მსოფლიოს 5 საუკეთესო შერკინების პირველი ხაზი დაასახელა.

მართალია, ტოპ ხუთეულში საქართველო ვერ მოხვდა, თუმცა საიტმა ,,ბორჯღალოსნებს'' ყურადღება მაინც დაუთმო:

,,საქართველოს მაღალი ხარისხის შერკინების პირველი ხაზი ჰყავს და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ისინი დომინირებას იწყებენ. ნიკა აბულაძემ, შალვა მამუკელაშვილმა და ალექსანდრე ქუნთელიამ უელსთან მოგებულ მატჩში ჩინებულად ითამაშეს. მათთან ერთად გურამ გოგიჩაშვილი, ბექა გიგაშვილი და გურამ პაპიძე საფრანგეთში საკუთარ გუნდებში თამაშით მუდამ გვაოცებენ. სანახაობა ჯერ კიდევ წინ გვაქვს თუ გავითვალისწინებთ იმ მოსამზადებელ დროს, რაც ,,ბორჯღალოსნებს'' მსოფლიო ჩემპიონატამდე აქვთ,'' - წერს PlanetRugby.

PlanetRugby-ის ვერსიით მსოფლიოს 5 საუკეთესო შერკინების ხაზი ასე გამოიყურება:

  1. სამხრეთ აფრიკა - სტივენ კიტშოფი, მალკოლმ მარქსი, ვინსენტ კოხი.
  2. ირლანდია - ენდრიუ პორტერი, დენ შეჰანი, ტად ფურლონგი.
  3. სამხრეთ აფრიკა - ოქს ნჩე, ბონგი მბონამბი, ფრანს მალჰერბე.
  4. საფრანგეთი - სირილ ბაილი, ჟულიენ მარშანი, უინი ანტონიო.
  5. ახალი ზელანდია - ეთან დე გროტი, სამისონი ტაუკეიაჰო, ტაირელ ლომაქსი.

სხვა სტატიები