Belive

Autumn Nations Series: "იტალიისა და უელსის შემდეგ, შოტლანდიაც?! - საქართველო დიდი გამარჯვებებისთვის ემზადება..."

9 თვის წინ რაგბი
2 წთ

ცნობილი სარაგბო სპორტული საიტი "Autumn Nations Series"-ის ოფიციალური გვერდი, მსოფლიო თასამდე მოახლოებულ ზაფხულის ტესტ მატჩებზე წერს.

"Autumn Nations Series"-ი ვრცელ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს აქცევს და ქართველების საგრძნობლად მომატებულ თამაშზე წერს.

"საქართველოს დიდი ხანია აცხადებენ, როგორც მომავალ სარაგბო ერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს "ბორჯღალოსნებმა" საბოლოოდ გასული წლის შემოდგომაზე მიაღწიეს ნანატრ გამარჯვებებს.

პირველი დონის ნაკრებებთან, საქართველოს პირველი დიდი გამარჯვება გასულ ივლისში იყო, როდესაც ბათუმში საქართველომ იტალია 28-19 დაამარცხა, მაგრამ ეს საუკეთესო შედეგი არ იყო, რადგან საქართველომ კარდიფში უელსი 13-12 და დაამარცხა რაგბის სამყარო გააოცა.

"ბორჯღალოსანთა" კარგი ფორმა 2023 წელსაც გაგრძელდა. ქართველები 2023 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაუმარცხებლად გავიდნენ, ფინალში კი პორტუგალია 38-11 დაამარცხეს.

ქართველები ახლა მსოფლიო ჩემპიონატამდე მოსამზადებელ ტესტ მატჩში შოტლანდიას "მერიფილდზე" დაუპირისპირდებიან.

მთავარი კითხვა კი ის არის, იტალიისა და უელსის შემდეგ, იქნება თუ არა ქართველების მორიგი მსხვერპლი შოტლანდიის ნაკრები?!..."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შოტლანდიას 26 აგვისტოს დაუპირისპირდება. მატჩი შოტლანდიაშ, კერძოდ კი "მერიფილდის" სტადიონზე შედგება.

სხვა სტატიები