ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი და ვილი სანიოლის ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი 19-წლამდელთა ნაკრებს უხელმძღვანელებს.
44 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრების სტრუქტურაში წლების განმავლობაში მუშაობს. 2017-დან 2020 წლამდე ზურაბ ხიზანიშვილი გიორგი ცეცაძის, გიორგი გეგუჩაძისა და ვასილ მაისურაძის თანაშემწედ 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა. ამავე პერიოდში მან 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უხელმძღვანელა.
2021 წლიდან, ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი გახლდათ, 53 მატჩში დაეხმარა და გუნდს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრაში დაეხმარა.
"მინდა ზურას ეროვნულ გუნდში გატარებული პერიოდისთვის მადლობა გადავუხადო. ის იმ სამწვრთნელო შტაბის წევრია, რომელმაც შარშან ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ეს მის სამწვრთნელო კარიერაში ვფიქრობ მნიშვნელოვანი ნიშნული გახლდათ.
მინდა წარმატება ვუსურვო ზურას და მის ახალ სამწვრთნელო შტაბს მოახლოებულ 19-წლამდელთა შესარჩევში, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება", - ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, 2026 წელს ახალი ფორმატის შესარჩევი ციკლით დაიწყებს, რომლის წილისყრაც 10 დეკემბერს, ნიონში გაიმართება.