რასინგის მწვრთნელი: "გულიაშვილი ამბობს, რომ ბარსელონასთან სათამაშოდ მზადაა"
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სანტანდერის რასინგის მთავარი მწვრთნელი, ხოსე ალბერტო, ესპანეთის თასის მერვედფინალში, ბარსელონასთან მატჩის წინ პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრისა და გიორგი გულიაშვილის შესახებ საუბრობს.
"გიორგი გულიაშვილი ამბობს, რომ სათამაშოდ მზად არის. ვნახოთ, შესაძლებელია, მან ამ მატჩში მონაწილეობა მიიღოს.
ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, შესაძლებელია, სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, მოგებული მატჩების, უახლოეს პერიოდში მოპოვებული ტიტულისა და კიდევ ბევრი მიზეზის გამო საუკეთესოსაც კი.
მოედანზე 11 ფეხბურთელი 11-ის წინააღმდეგ სათამაშოდ გადის და მატჩის დაწყებისას შანსები 50/50-ზეა", - ამბობს ხოსე ალბერტო.
გიორგი გულიაშვილი ლა ლიგა 2-ის ლიდერმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის წარმომადგენელი სარაევოდან დაიმატა და მის ტრანსფერში 2.5 მილიონი ევრო დახარჯა.
სატნადერის რასინგი ბარსელონას 16 იანვარს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.