Belive

საწყისი ეტაპის გავლის შემთხვევაში, იბერია 1999-ის მეტოქე ცნობილია

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის საწყის ეტაპზე, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999 ფლორას შეხვდება.

საწყისი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, ცნობილია თუ რომელი გუნდი იქნება მეორე ეტაპზე საქართველოს გასული 2 სეზონის ჩემპიონი გუნდის მეტოქე.

მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, იბერია 1999 ბრატისლავის სლოვანს შეხვდება. გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელიც გასული სეზონების განმავლობაში ვლადიმირ ვაისი გახლდათ და სადაც საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტნები, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია და მათთან ერთად გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდნენ.

ბრატისლავის სლოვანს ქართულ ფეხბურთთან შეხება უკვე ჰქონდა და 2022 წელს, ჩემპიონთა ლიგის საწყის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმს შეხვდა და ორმატჩიანი დუელის დამატებითი დროის დასკვნით წუთზე გატანილი გოლით იმარჯვა.

იბერია 1999 ფლორას ორმატჩიან დუელში 7 და 14 ივლისს უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები