გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა
5 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და მეცის შემტევი ნახევარმცველების, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის სატრანსფერო ფასი გაიზარდა.
გიორგი წიტაიშვილის ღირებულება აქამდე 2 მილიონი ევრო გახლდათ და ახლა ნიშნულმა 2.5 მილიონს მიაღწია, რაც შეეხება გიორგი აბუაშვილს, მას 200 00 ევრო მოემატა და ღირებულება უკვე 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.
გიორგი წიტაიშვილმა ახალ სეზონში მეცის შემადგენლობაში ლიგა 1-ში 16 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო გიორგი აბუაშვილმა ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.
მეცი 16 ტურის შემდეგ დაგროვებული 11 ქულით მე-18 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩს 2026 წლის 4 იანვარს, ლორიენთან სტუმრად გამართავს.