Belive

ყოფილ გუნდში | სპორტინგი ზაფხულში ქოჩორაშვილის გასაშვებად ემზადება

4 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პორტუგალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ 26 წლის ფეხბურთელი სეზონის შემდეგ, სავარაუდოდ, ლისაბონურ გუნდს დატოვებს.

"სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გუნდის შეცვლას ელოდება, მაგრამ არსებობს დიდი "თუ". ქართველი ფეხბურთელი ერთ-ერთია იმ მოთამაშეებს შორის, რომელმაც შესაძლებელია, ზაფხულში გუნდი შეიცვალოს. 

სპორტინგის მე-14 ნომერი ლევანტეში მომავალ სეზონში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ვალენსიური გუნდი უმაღლეს დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს", - წერს leonino.

გიორგი ქოჩორაშვილს ამ სეზონში ლისაბონის სპორტინგის შემადგენლობაში 24 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

ლევანტე ლა ლიგაში 34 ტურის შემდეგ მე-19 პოზიციას იკავებს და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას სევილიასთან სამქულიანი ჩამორჩენა აქვს.

სხვა სტატიები