Belive

"მაგარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანი" | სევილიას ქომაგები ქოჩორას ტრანსფერს ეხმაურებიან

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში, სევილიაში ითამაშებს.

27 წლის ფეხბურთელმა ლისაბონის სპორტინგში გატარებული რთული სეზონის შემდეგ ევროპა ლიგის 7-გზის გამარჯვებულთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერს სევილიას გულშემატკივრები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

  • "შვილის შეძენასავით სასიხარულო ამბავია";

  • "კეთილი იყოს შენი მობრძანება";

  • "დიდებული შენაძენი, წარმატებები სევილიაში";

  • "მაგარი ფეხბურთელი და შესანიშნავი ადამიანია. კასტელიონშიც იყო, როცა არავინ იცნობდა, სეზონი მაგრად ჩაატარა და იქიდან დაიწყო მისი ფრენა";

  • "იმედია, გუდელს მხოლოდ ვარცხნილობით დაემსგავსება და მეტი არაფრით";

  • "ძალიან მაგარი, ტოპ ტრანსფერი განვახორციელეთ"

სპორტინგის ქომაგები:

  • "მოუფრთხილდით ამ მოთამაშეს. ახალგაზრდაა, ნიჭიერი და ნამდვილი ვარსკვლავია. სპორტინგში ძალიან ცუდად მოვექეცით";

  • "მადლობა სევილიას, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფეხბურთელი იყიდეთ, ვინც ჩვენი მაისური მოირგო";

გიორგი ქოჩორაშვილი სევილიამ უკვე განაცხადში შეიყვანა და 22 აგვისტოს ბილბაოს ატლეტიკთან სტუმრად შესაძლოა ითამაშოს.

სხვა სტატიები