ვილი სანიოლი: "ჩვენი ფეხბურთელები შიშის გარეშე და დიდი ამბიციით ითამაშებენ'
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, ესპანეთთან შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.
"ფეხბურთში ტრავმების ეპიდემიაა. ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით პსჟ-სთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება ფეხბურთელის ჯანმრთელობის რეკომენდაციების გათვალისწინებით მივიღეთ.
ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით პრობლემები ესპანეთის ნაკრებსაც აქვს და მათ გუნდებთან დაძაბულობაც ჰქონდათ.
ჩვენსა და მეტოქე გუნდს შორის სხვაობას ვაცნობიერებთ, მაგრამ ვიცით, რომ ფეხბურთელები შიშის გარეშე და დიდი ამბიციით ითამაშებენ. ესპანეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია და ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს, ჩვენ კი თურქეთის გამოცდილ ნაკრებთან ბრძოლისუნარიანობა უნდა გამოვავლინოთ.
ჩვენ რომ 5 ფეხბურთელი გვაკლდებოდეს, მეტოქეს შეეძლება ამის გაანალიზება და თამაშის დაგეგმვა, მაგრამ ესპანეთის, პორტუგალიის და მსგავსი დონის ნაკრებებისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს",
- ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრების მატჩი ესპანეთთან ელჩეში, 11 ოქტომბერს უნდა შედგეს. ჩვენი გუნდის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.