ლუის დე ლა ფუენტე იამალზე: "პატივისცემა უპირობოა, სიტყვები ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ"
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ლამინე იამალის საკითხის შესახებ კიდევ ერთხელ საუბრობს. ამჯერად, ფურია როხას ხელმძღვანელი მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის მიერ მადრიდის რეალის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
"ჩემთვის პატივისცემა უპირობოა. პატივისცემით შეგვიძლია ყველაფრის, ნებისმიერი ურთიერთობის აშენება. ფრთხილად უნდა მოეპყროთ თქვენს სიტყვებს, რადგან ზოგჯერ ისინი კონტექსტიდან ამოვარდნილია და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. ძალიან ფრთხილად უნდა ისაუბროთ, რომ არ შეურაცხყოთ. ბევრი რამის თქმა შეგიძლიათ უპატივცემულობის გარეშე.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლამინემ ეს უპატივცემულობის განზრახვით თქვა, დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ გახლდათ. შესაძლოა, შეუფერებელ მომენტში თქვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი: კონტექსტი, ტონი და კონკრეტული მომენტი მნიშვნელოვანია.
შესაძლოა, რაღაცას ამბობთ და ფიქრობთ, რომ ეს ხუმრობაა, მაგრამ ამას არც ისე კარგად მიიღებენ", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.