Belive

"ყველაფერი აქვს რაც ბარსას და ფლიკს სჭირდება" - კატალონიური მედია მიქაუტაძეზე საუბრობს

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას cronicaglobal ავრცელებს და წერს, რომ კატალონიური გრანდისთვის ხულიან ალვარესის ვერ დამატების შემთხვევაში, 25 წლის ქართველი მშვენიერი ალტერნატივაა.

"უფრო იაფად გიორგი მიქაუტაძის დამატება შეიძლება, ვილიარეალის ფორვარდი, რომელმაც გასულ სეზონში ევროპულ ელიტაში დაიმკვიდრა თავი: 44 მატჩში 16 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით. მისი საბაზრო ღირებულება სულ რაღაც 30 მილიონი ევროა, თუმცა "ყვითელი წყალქვეშა ნავი" 25 წლის ფორვარდში ბევრად მეტის მიღებას ისახავს მიზნად.

მიქაუტაძე ვილიარეალში სულ რაღაც ერთი წლის წინ გადავიდა, კლუბმა კი მის სანაცვლოდ ლიონის ოლიმპიკს დაახლოებით 30 მილიონი გადაუხადა. სწორედ ამიტომ, ქართველი ფეხბურთელი შესაძლოა ორმაგ ფასად, დაახლოებით 60 მილიონად გაასხვისონ. გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე დამყარებული აქვს.

ვილიარეალის თავდამსხმელმა აჩვენა დიდი ტექნიკური შესაძლებლობები შევიწროებულ სივრცეებში თამაშისა და მცველების ზურგს უკან მოკლე მანძილზე გაჭრილი პასების კუთხით. მას მრავალმხრივი რესურსი აქვს და როგორც სათადარიგო გეგმა, შესაძლოა საინტერესო ალტერნატივად იქცეს უახლოეს დღეებში. მიქაუტაძე აერთიანებს ყველაფერს, რასაც ფლიკი თავდამსხმელისგან ეძებს", - წერს cronicaglobal.

გიორგი მიქაუტაძე სერენში, მეცში, ამსტერდამის აიაქსსა და ლიონში დაგროვებული გამოცდილების შემდეგ "ყვითელ წყალქვეშა ნავს" შარშან ზაფხულში შეუერთდა და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი, 6 საგოლე პასი) და ლა ლიგაში დაკავებული მესამე ადგილით გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები