Belive

მამარდაშვილი: ,,პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება''

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩისთვის მზადების ფარგლებში, 23 სექტემბერს, ნაკრებმა კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე ივარჯიშა.

ახალი სანაკრებო სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრეს. 

„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.

პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ. შემდეგ კი, უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი ჩვენთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს.“ - გიორგი მამარდაშვილი
„ახალი ციკლი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და ასეა ამ შემთხვევაშიც. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი თამაშის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც დღეს აქ არიან, მაქსიმალურად მზად იყვნენ.

თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ სწორედ ერთა ლიგიდან მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სტარტი, განსაკუთრებით ორი საშინაო მატჩი. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და კარგი შედეგებით დავასრულებთ მიმდინარე შეკრებას.“ - ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო)

დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), საბა ხარებაშვილი (ბაშაქშეჰირი, თურქეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)

nakrebi.ge

სხვა სტატიები