Belive

"კრაიოვაში დასკვნითი მატჩი ითამაშა" - რუმინული მედია მექვაბიშვილის ტრანსფერს აანონსებს

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი უნივერსიტატ კრაიოვას დატოვებს და კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.

"ჯერჯერობით უცნობია, სად იქნება ანზორის მომავალი თავშესაფარი, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელი 90%-იანი ალბათობით, სომხურ გუნდთან მატჩის შემდეგ, კრაიოვას დატოვებს. გუნდმა უკვე დაიწყო მექვაბიშვილის შემცვლელის ძებნა", - წერს digisport.

უნივერსიტატ კრაიოვამ ერევნის არარატ-არმენიასთან უეფას ევროპა ლიგის პლეიოფის საწყისი მატჩი შინ ფრედ (1:1) ჩაატარა.

უახლესი ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კადისს სურს, რომელშიც უკვე იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი ირიცხებიან.

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას შემადგენლობაში 117 მატჩში 7 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან რუმინეთში სამივე ტიტულის მოგება შეძლო, ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის, ამავე დროს კრაიოვამ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორედ თამაში გაინაღდა.

სხვა სტატიები