ვილი სანიოლი: "განსხვავებული კაპიტნები გვყავდა, ახლა ხვიჩამ თავისი ნიშა უნდა გვიჩვენოს"
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
2026 წლის საწყისი ამხანაგური მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მედიასთან საუბრობს. ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა გუნდის ახალი კაპიტნის და წლის მთავარი გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
"ერთა ლიგა სექტემბერში იწყება და იქამდე საკმაო დრო გვაქვს. გუნდში გარკვეულწილად მსუბუქი ატმოსფეროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნების შესაძლებლობა გვაქვს.
გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე ნაკრებში ტრავმებით ჩამოვიდნენ და ისინი ექიმებთან შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც გადავწყვეტთ, ითამაშებენ თუ არა ისინი ისრაელთან მატჩში. ეს რომ ჩემპიონთა ლიგის ან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი იყოს, რისკს გავწევდით, მაგრამ ახლა სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ.
კაპიტნის არჩევის გადაწყვეტილება გუნდის შიგნით, ფეხბურთელებთან ერთად მოხდა, აქამდე ჩვენ განსხვავებული კაპიტნები გვყავდა, მაგალითად ჯაბა კანკავა თავისი პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით ლიდერობდა, გურამ კაშია ტაქტიკური ცოდნით, ხვიჩა კვარაცხელიამ კი თავისი ნიშა და გზა უნდა გვაჩვენოს.
ამხანაგურ მატჩში წარმატება არა გამარჯვების მოპოვებით, არამედ გამართული თამაშით და უკეთესი დინამიკით ფასდება. ვთვლი, რომ შარშანდელ შემოდგომასთან განსხვავებით, პოზიტიური დინამიკა უკვე შეინიშნება.
ქართველი გულშემატკივარი გამორჩეულია და ამის მაგალითი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატია. ამიტომ, მათ ვთხოვ, რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრები ისრაელს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 26 მარტს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.