Belive

ალექსანდრე იაშვილი: "გურამ კაშიასთვის ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება"

17 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი საქართველოს ნაკრების წლის საწყისი მატჩების წინ საუბრობს.

"მინდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით დიდი მწუხარმება გამოვხატო. ეს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის დიდი დანაკლისია.

გურამ კაშიამ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკაპიტნა და მადლობა მას ყველაფრისთის. ჩვენი კარი  მისთის მუდამ ღია იქნება. დარწმუნებული ვარ, მომავალში ქართული ფეხბურთისთვის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს.

წარმოშობით ქართველი ფეხბურთელების ჩვენს ნაკრებში გამოძახების ტენდენციას ვაგრძელებთ. მათე ისაკაძე ასაკობრივ გუნდში უკვე მივიწვიეთ. ის ირლანდიის ასაკობრივ ნაკრებს კაპიტნობდა და იმედი გვაქვს, საქართველოს აირჩევს.

არის ფეხბურთელი, რომელიც ნიურბერგის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობს და მას ალექსანდრე კობახიძის ნაკრებში ვიხილავთ.

ჯამალ კაიშვილთან დაკავშირებით განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა. მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას ველოდებით", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

საქართველოს ნაკრები 26 მარტს ისრაელს უმასპინძლებს, 29-ში კი ლიეტუვას სტუმრად შეხვდება.

სხვა სტატიები