"დიაგნოზი ცნობილი ოთხშაბათამდე გახდება" - ავსტრიაში კიტეიშვილის ტრავმაზე საუბრობენ
11 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ავსტრიული მედია საშუალება krone საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ვიცე-კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის ტრავმის შესახებ სიახლეებს ავრცელებს.
30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ტრავმა 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ამხანგურ მატჩში (2:2) მიიღო. როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელი, გრაცში უკვე დაბრუნდა და გამოკვლევებს იტარებს, ზუსტი დიაგნოზი კი 31 მარტს ან არაუგვიანეს 1 აპრილს უნდა გახდეს ცნობილი.
ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გუნდი ზედიზედ მესამედ ავსტრიის ჩემპიონობისთვის იბრძვის. 24 ტურის შემდეგ გრაცელები გათამაშებას ლიდერობენ და უახლოეს მდევარ ვენის რაპიდს ქულათა მინიმალური სხვაობით უსწრებენ. შემდეგი მატჩი მერკურ არენას ბინადრებმა 5 აპრილს, რაპიდთან უნდა ჩაატარონ.