Belive

უცვლელი პოზიცია | ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ფიფამ მსოფლიოს სანაკრებო რეიტინგი განაახლა. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დაწყების დღეს, 11 ივნისს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების პოზიცია უცვლელია.

საქართველოს ნაკრები 72-ე პოზიციას იკავებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ივნისის შეკრებაზე ორი ამხანაგური მატჩი გამართა: რუმინეთთან ფრედ (1:1) ითამაშა და ბაჰრეინთან გამარჯვების (2:0) მოპოვება შეძლო.

ივნისში ჩატარებულ შეხვედრებში საქართველოს ნაკრებმა 4.12 ქულა დააგროვა და სულ 1355.26 დააგროვა. ამის მიუხედავად, ჩვენს ნაკრებს ფიფას რეიტინგში ადგილი არ შეუცვლია.

საქართველოს ნაკრები სექტემბერში უეფას ერთა ლიგის ახალ სეზონში მიიღებს მონაწილეობას. B დივიზიონის ჯგუფში ჩვენი მეტოქეები უკრაინის, უნგრეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

სხვა სტატიები