საბა გოგლიჩიძე კარიერას მონცაში გააგრძელებს
18 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიის სერია A-ს წარმომადგენელ მონცაში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს და წერს, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი უდინეზედან ერთწლიანი იჯარის წესით სწორედ სერია A-ში დაბრუნებულ გუნდში ითამაშებს.
მონცაში საბა გოგლიჩიძე მშრალი იჯარის წესით ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ქართველი ფეხბურთელის უდინეზედან გამოსყიდვის ავტომატური უფლება არ ექნებათ.
საინტერესოა, რომ მონცას მფლობელი მილანის ლეგენდარული პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის ოჯახია.
იტალიის სერია A-ში ამ სეზონში კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე) და გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) ითამაშებს.