Belive

ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი გერმანიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

28 წლის ქართველი მცველი გერმანიის ელიტარული დივიზიონის მე-7 ტურის მატჩში გელზენკირხენის შალკესთან ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში კარგი თამაშის შემდეგ Sofascore-მა გამოარჩია და სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

ქართველი ფეხბურთელი მატჩში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ფეხბურთელი გახლდათ, ხოლო სიმბოლურ გუნდში ისეთ მოთამაშეებთან ერთად მოხვდა, როგორებიც მაიკლ ოლისე, ნიკლას ფიულკრუგი, რემი ბენსებაინი და სხვები არიან.

შალკესთან მატჩში ლუკა ლოჩოშვილს 12 წარმატებული დაცვითი მოქმედება, სახიფათო სიტუაციის 7 განმუხტვა, 5-ჯერ ბურთის დაბრუნება და 17-დან 13 მოგებული ორთაბრძოლა ჰქონდა.

კიოლნი 7 ტურის შემდეგ დაგროვებულ 8 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩს 1 ნოემბერს, კიოლნთან გამართავს.

სხვა სტატიები