Belive

U21 | რამაზ სვანაძემ მარტის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის ცნობილია.

ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999);

მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიე (ვეილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (ფოთის კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ქუთაისის ტორპედო), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვეილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი);

თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ქუთაისის ტორპედო), ნიკოლოზ ჩიქნოვანი (უოტფორდი), დიმიტრი ღუწრაკაია (ტყიბულის მეშახტე), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი);

საქართველოს 21-წლამდლთა ნაკრები მარტის თვეში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ორ მატჩს გამართავს. 27 რიცხვში ჩვენი გუნდი ლატვიას, 31-ში კი მალტას უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები