Belive

მიროსლავ კლოზე: "როგორც თავდამსხმელი, ლოჩოშვილის წინააღმდეგ თამაშს არ ვისურვებდი"

8 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნიურბერგის მთავარი მწვრთნელი და მსოფლიოს ჩემპიონატების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, მიროსლავ კლოზე თავისი გუნდის ქართველი ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ საუბრობს.

"ლუკას გამო წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, მაგრამ როდესაც ის დრიბლინგს იწყებს, ხანდახან მირჩევნია, რომ ბურთი თანაგუნდელს გადასცეს.

როგორც ფორვარდი მის პირისპირ თამაშს არ ვისურვებდი. ის მშვენივრად არჩევს დროს ორთაბრძოლების მოსაგებად როგორც მოედანზე, ისე ჰაერში. ასევე, ყოველთვის საჭირო მომენტში ახერხებს სხეულის გამოყენებას", - ამბობს მიროსლავ კლოზე.

საქართველოს ნაკრების 27 წლის ფეხბურთელს ნიურბერგში ამ სეზონში 27 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი გაკეთებული. კლოზეს გაწვრთნილი გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 27 ტურის შემდეგ 40 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩში 5 აპრილს, ბრაუნშვაიგს უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები