Belive

ცვლილება სანიოლის გუნდში: დევიდ უებმა საქართველოს ნაკრები დატოვა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო სტაფში ცვლილებაა. ვილი სანიოლის ერთ-ერთმა ასისტენტმა, დევიდ უებმა ჩვენი გუნდი დატოვა.

დევიდ უები საქართველოს ნაკრებში 2023 წლის შემდეგ მუშაობდა. 46 წლის ინგლისელი სპეციალისტი ვილი სანიოლს მენტალურ მზადებასა და ინდივიდიაულური და გუნდური შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარებოდა.

კარიერის განმავლობაში, დევიდ უები კრისტალ პალასის, ტოტენჰემის, მილუოლის, საუთჰემპტონის, ბორნმუთის, შვედური ოსტერსუნდის და ჰადერსფილდის სამწვრთნელო სტრუქტურებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მთავარი მწვრთნელის რანგში კი იორკ სიტის ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად საქართველოს ნაკრებმა ისტირიაში სადებიუტოდ დიდ ფორუმზე მიიღო მონაწილეობა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები