"თუ მცველებს ყველაზე საშიშ მეტოქეს ჰკითხვათ, კვარაზე მიანიშნებენ" - ქართველი givemesport სიაში მოხვდა
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ბრიტანული მედია საშუალება givemesport მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელის რეიტინგს აქვეყნებს.
პრესტიჟულ სიაში 25-ე ადგილს საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.
"თუ ევროპაში ნებისმიერ მცველს ჰკითხავთ, რომელი გარემარბია ყველაზე საშიში, დიდი შანსია, რომ ხშირად ხვიჩა კვარაცხელიას სახელი გაიგონოთ.
მისი ძალისა და სისწრაფის კომბინაცია კვარას მარცხენა ფლანგზე კიდევ უფრო საშიშს ხდის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ბევრი გოლი არ გააქვს და საგოლე პასებს ვერ აკეთებს, კვარაცხელიას თამაში ბევრად უფრო მეტი რამაა.
კვარაცხელია დაუნდობელია. ისევე, როგორც მისი თანაგუნდელები. გუნდის თამაშის სტილის დამსახურებით, რომელსაც მწვრთნელი, ლუის ენრიკე ნერგავს, ქართველი განსაკუთრებულად მიმზიდველი მოთამაშეა.
სიმართლე ისაა, რომ მას მცველის პირისპირ თამაში და მათი დამარცხება სიამოვნებას ანიჭებს. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში უკვე 10 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა", - წერს givemesport.
ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 17 საგოლე მოქმედება აქვს, პსჟ ლიგა 1-ს ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი ლონდონის ჩელსისთან საწყისი მატჩი (5:2) მოგებული აქვს.